ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, ტრაპიზონში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, თევზის დაავადებები დიაგნოსტიკის მეთოდები შეისწავლეს.

#

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებმა შეისწავლეს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი კვლევის მეთოდი, თევზის ვირუსოლოგიური, პარაზიტული და ბაქტერიული დაავადებების მიმართულებით. სპეციალისტებს ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები.

სწავლება ტრაპიზონის მეთევზეობის ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა. ლაბორატორიის მხრიდან სწავლებებს ესწრებოდნენ, ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი, მარინე ნიკოლაიშვილი; ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი, ირმა ბერაძე; პათანატომიისა და პარაზიტოლოგიის ლაბორატორიის უფროსი, გაგა ოსიაშვილი; ვირუსოლოგია სეროლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი, თამარ ბაისონაშვილი და ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტი, ელენე ცხვარაძე.

ტრაპიზონში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში კი არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.