ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ჩვენ შესახებ

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ, საერთაშორისო დონის ლაბორატორიას, რომელიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 

ლაბორატორიის ძირითადი მიმართულებებია:
- სურსათის კვლევა; 
- მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა; 
- ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა; 
- გენეტიკური ტესტირება; 
- პოლიმერების ტესტირება. 

საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიის ქსელი მოიცავს 13 ლაბორატორიას:
თბილისი, 
ქუთაისი, 
ახალციხე, 
გორი, 
მარნეული, 
დუშეთი, 
გურჯაანი, 
ამბროლაური, 
ოზურგეთი, 
ზუგდიდი, 
ბათუმი,
საჩხერე,
მესტია. 

ლაბორატორიის ქსელი ფლობს საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025:2017 შესაბამის აკრედიტაციას. 
ლაბორატორიაში უზრუნველყოფილია კვლევების მაღალი ხარისხი და შედეგების სიზუსტე. ყველა პროცესი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

ლაბორატორია მუდმივად ავითარებს კვლევით მიმართულებებს და ნერგავს საერთაშორისო სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათთვის რეგულარულად ტარდება საკვალიფიკაციო ტესტირება. 

გარდა ამისა, ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებთან, სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ პრაქტიკა და მიიღონ გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში. 

კონტაქტი: 
ქ. თბილისი 0159, ვასო გოძიაშვილის ქ. 49 
contact@sla.gov.ge 
www.sla.gov.ge
facebook.com/www.sla.gov.ge 
ცხელი ხაზი: 1501 
ტელ: +995 0322 53 09 68