ლაბორატორიის ისტორია
საქართველოში პირველი ვეტერინარული ლაბორატორია 1907 წელს შეიქმნა. წლების განმავლობაში, ლაბორატორიულმა სისტემამ განიცადა განვითარების რამდენიმე ეტაპი და ჩამოყალიბდა ძლიერი ლაბორატორიული ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
2006 წელს შეიქმნა სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“, რომელმაც ცხოველთა დაავადებებთან ერთად დაიწყო მცენარეთა მავნე ორგანიზმების და სურსათის კვლევაც. 2020 წლიდან ორგანიზაცია ფუნქციონირებს სახელწოდებით სსიპ "სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია".
ლაბორატორიის ქსელი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ბიოუსაფრთხოების მეორე დონის (BSL2) სტანდარტით.
2014 წელს ლაბორატორიამ მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის მიხედვით, რაც კვლევის შედეგებს საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის. ყველა პროცესი ხორციელდება მაღალი ხარისხის, სანდო და სტანდარტიზებული წესების შესაბამისად.
დღეს ლაბორატორიის ქსელი აერთიანებს 13 ფილიალს:
3 ზონალურ ლაბორატორიას (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე) და
10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე, მესტია).
ლაბორატორია ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის აგროსექტორის დაცვასა და განვითარებაში.