ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა
                    კვლევათა ნუსხას დაემატა:
- სურსათის მიკრობიოლოგიური კვლევების მიმართულებით:
სასმელი წყლისა და სურსათის კვლევა შიგელაზე. 
- სეროლოგიის მიმართულებით:
ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის კვლევა ELISA მეთოდით.
2022 წლის მონაცემებით, ახალციხის ლაბორატორიამ, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შემავალ ლაბორატორიებთან ერთად, დაადასტურა ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან.
დღეის მონაცემებით, ლაბორატორიის ქსელში არსებული კვლევების რაოდენობა აღემატება 500 მაჩვენებელს. 
ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი საერთაშორისოდ აღიარებულია.
დეტალური ინფორმაცია აკრედიტაციასთან დაკავშირებით იხილეთ ლაბორატორიის ვებგვერდზე:  http://sla.gov.ge/Ge/Certificates   
                














