ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ვიზიტი ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეები ლაბორატორიის შესაძლებლობებს და მიმდინარე სამუშო პროცესს გაეცნენ. საუბარი შეეხო ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სამომავლო გეგმებს.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში საერთაშორისო დონის კვლევები მიმდინარეობს. ლაბორატორიული სერვისის გაუმჯობესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება.
ჩვენი გუნდი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, წლების განმავლობაში, არაერთი ერთობლივი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.