ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში, დღეისათვის, 100-ზე მეტი კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი

#

ლაბორატორიის ქსელში სურსათის კვლევის დეპარტამენტი იკვლევს სურსათს, სასურსათო ნედლეულს, ცხოველთა საკვებსა და სასმელ წყალს. 

კვლევები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიებში, ესენია ზოგადი ქიმიის, ინსტრუმენტული კვლევებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიები.

ლაბორატორიაში ხორციელდება: 
• სურსათის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევა; 
• სურსათის კვლევა უვნებლობის პარამეტრებზე; 
• სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები;
• თაფლის კვლევები სხვადასხვა ხარისხობრივ და უვნებლობის პარამეტრზე; 
• რძისა და რძის პროდუქტების კვლევა;
• ცხოველთა საკვების მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევები.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილი საერთაშორისო დონის დიაგნოსტიკური კვლევები მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი  აკმაყოფილებს საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს დ იყოს კონკურენტუნარიანი.

ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის შედეგები.