სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები მესაქონლეობის დარგის ფერმერებს შეხვდნენ
ქ. თბილისის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე მეცხოველეობაში არსებული გამოწვევების და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მესაქონლეობის განვითარებაში ცხოველთა დაავადებების პრევენციის, დროული დიაგნოსტიკის და ლაბორატორიული სერვისების როლზე.
ფერმერებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც მიმდინარე კვლევებზე, ისე იმ სერვისებზე, რომლითაც ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ.
სტუმრებმა დაათვალიერეს ლაბორატორიული სივრცეები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სამუშაო გარემოს და კვლევების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მუდმივად აფართოებს და აუმჯობესებს კვლევით შესაძლებლობებს, ლაბორატორიის ქსელში ეტაპობრივად ინერგება ინოვაციური კვლევის მეთოდები და თანამედროვე ტექნოლოგიები.
ფერმერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები ლაბორატორიაში რეგულარულად იმართება, რაც ხელს უწყობს საჭირო კვლევების დანერგვასა და მათზე მორგებული სერვისების განვითარებას.