ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

თელავში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

#

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ქალაქ თელავში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტებმა ფერმერებს გააცნეს ლაბორატორიის შესაძლებლობები მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით, აგრეთვე ნიადაგისა და მცენარეების ნიმუშების ლაბორატორიაში მიტანის წესები და ვადები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაზისა და ატმის დაავადებების იდენტიფიკაციას. სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს სარგავი მასალისა და ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების მნიშვნელობას როგორც მცენარეთა დარგვამდე, ასევე დარგვის შემდეგ.

„კარგი მოსავლის მისაღებად მხოლოდ შრომისმოყვარეობა არაა საკმარისი. ბევრი დაავადება სიმპტომით ერთმანეთს ჰგავს და მათი შეუიარაღებელი თვალით ზუსტი შესწავლა შეუძლებელია. ამიტომ, დროული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა უხვი მოსავლის საწინდარია“, - აღნიშნა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეთერ გვრიტიშვილმა.

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარმართეს და ფერმერებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მცენარეთა დაავადებების მართვის შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლები.