ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა სტუდენტებს უმასპინძლა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის ვეტერინარიის მიმართულების სტუდენტები ლაბორატორიას ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი სტუდენტებისთვის ლაბორატორიული საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და პროფესიული ცოდნის გაღრმავება იყო. ახალგაზრდებმა ლაბორატორიის სხვადასხვა განყოფილება დაათვალიერეს და სპეციალისტებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს მიმდინარე კვლევების, დიაგნოსტიკური მეთოდებისა და ლაბორატორიული ტექნოლოგიების შესახებ.

სტუდენტები ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ნიმუშების მიღება, დამუშავება და კვლევა. ასევე ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ცხოველთა დაავადებების დროული გამოვლენისა და პრევენციის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სპეციალისტებისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის. მსგავსი საინფორმაციო და შემეცნებითი ვიზიტები სტუდენტებს ეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გარემოში გააზრებასა და სამომავლო კარიერული ინტერესების ჩამოყალიბებაში.

უნივერსიტეტსა და ლაბორატორიას შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.