სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოდან გაცნობოდნენ თანამედროვე ლაბორატორიულ გარემოსა და კვლევით პროცესებს.
მოსწავლეებმა ღია კარის დღია ფარგლებში, დაათვალიერეს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების კვლევისა და სურსათის კვლევის ლაბორატორიები. სფეროს სპეციალისტებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს თანამედროვე კვლევითი მეთოდები, მაღალტექნოლოგიური დანადგარები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარე ლაბორატორიული პროცესები.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევითი საქმიანობის მიმართ ინტერესის გაძლიერებას.















