ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენელი თურქეთის ეროვნულ რეფერენს ლაბორატორიებში GMO/LMO კვლევების პრაქტიკას გაეცნო

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი სტამბოლისა და ანკარის ეროვნულ რეფერენს ლაბორატორიებში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (GMO/LMO) კვლევების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა GMO/LMO კვლევებისთვის საჭირო ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და სამუშაო გარემოს ორგანიზების საკითხებზე. მხარეებმა განიხილეს ლაბორატორიული სივრცეების ფუნქციური განაწილება, სამუშაო ნაკადების ორგანიზება, ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები და კვლევითი პროცესების ეფექტიანად მართვის პრაქტიკა. შეხვედრების ფარგლებში, ასევე განხილული იყო GMO/LMO კვლევების თანამედროვე მეთოდები და შესაბამისი ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებები.

თურქეთის ეროვნული რეფერენს ლაბორატორიების პრაქტიკის გაცნობა მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისთვის, GMO/LMO კვლევების მიმართულებით თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი სამუშაო გარემოს განვითარების პროცესში. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება ხელს შეუწყობს ლაბორატორიის კვლევითი და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას, თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და ლაბორატორიული საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.