ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ „ფერმერის დღე 2026“-ში მიიღო მონაწილეობა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ფერმერის დღე 2026“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ლაბორატორიის სპეციალისტებმა ვიზიტორებს ლაბორატორიის საქმიანობა, ძირითადი მიმართულებები და სოფლის მეურნეობის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დროული და სანდო ლაბორატორიული მომსახურების მნიშვნელობას მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ფერმერის დღე 2026“ ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული აგროსასურსათო პროდუქცია, სტუმრებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი უწყებების სერვისებსა და მხარდაჭერის მექანიზმებს. ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავდა კულინარიულ მასტერკლასებსა და სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობას.