ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

FAO-ს ექსპერტმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგი ჩაატარა

#

საქართველოში აკვაკულტურის სექტორის გაძლიერებისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მოწვევით, სურსათის უვნებლობის ექსპერტმა ბენუა გლაუდმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მორიგი სამუშაო ვიზიტი განახორციელა.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში ხუთდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა. ლაბორატორიის სპეციალისტებმა ექსპერტთან ერთად განიხილეს ანტიბიოტიკების ნარჩენების კვლევის მიმართულებით ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები და გაეცნენ კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგიებს.

საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაუმჯობესებასა და თანამედროვე მეთოდოლოგიების პრაქტიკაში დანერგვას, რაც ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და საქართველოს აკვაკულტურის სექტორის საჭიროებებზე მორგებული კვლევების განხორციელებას უწყობს ხელს.