ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სურსათში მძიმე მეტალების კვლევის საკითხებზე ჩეხი ექსპერტები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ტრენინგს ატარებენ

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათში მძიმე მეტალების კვლევის თანამედროვე მეთოდების შესახებ ტრენინგი ტარდება, რომელსაც ჩეხეთის სახელმწიფო ვეტერინარული ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან. ტრენინგს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე საქართველოს სხვა ლაბორატორიების სპეციალისტები ესწრებიან.

ტრენინგის მიზანია აგროსასურსათო ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერება და სპეციალისტების პროფესიული ცოდნის გაღრმავება სურსათში მძიმე მეტალების განსაზღვრის თანამედროვე მეთოდების მიმართულებით. პროგრამა მოიცავს ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის, ნიმუშის აღების, ვალიდაციისა და მძიმე მეტალების დასაშვები ზღვრული ნორმების საკითხებს.

ტრენინგი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სურსათის უვნებლობისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის“— ფარგლებში იმართება. პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით ხელს უწყობს ლაბორატორიული კვლევების ხარისხის გაუმჯობესებასა და სურსათის უვნებლობის ფეროში ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას.