საჩხერის ლაბორატორიაში სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
საჩხერის ლაბორატორიაში სტუმრად მისულმა სოფელ სარეკის ეკოკლუბის წევრმა მოსწავლეებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერეს და დანერგილი კვლევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მოსწავლეები ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპებსაც გაეცნენ.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ხელს უწყობს ახალგაზრდული პროექტის განხორციელებას. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულების პოპულარიზაცია.
ლაბორატორიის ქსელში ღია კარის დღეები აქტიურად იმართება.