ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა საერთაშორისო ტესტირება წარმატებით გაიარეს

#

ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა ორმხრივ ლაბორატორიათშორის შედარებაში (ILC) 100%-იანი შედეგი დააფიქსირეს.

ტესტირება მიზნად ისახავდა ნიადაგის ნიმუშებიდან კარტოფილის კიბოს გამომწვევი სოკოვანი დაავადების — Synchytrium endobioticum-ის გამოყოფასა და იდენტიფიკაციას. პროცესი განხორციელდა მორფოლოგიური სველი გაცრის მეთოდით, რომელიც ფართოდ აპრობირებული და დადასტურებული პრაქტიკაა მსგავსი პათოგენების გამოვლენისთვის.

ინტერლაბორატორიული შედარების მონაწილეებმა 100%-იანი შედეგები აჩვენეს როგორც გვარის, ასევე სახეობის დონის იდენტიფიკაციაში (სიზუსტე – 100%, მგრძნობელობა – 100%, სპეციფიკურობა – 100%).

ლაბორატორიათშორისი შედარებები უზრუნველყოფს ანალიტიკური მეთოდების ეფექტიანობის შეფასებას და მათ შესაბამისობას დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან. წარმატებული შედეგი კი ადასტურებს, რომ ლაბორატორიის სპეციალისტები სრულად ფლობენ კვლევის შესაბამის მეთოდოლოგიას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები წარმატებით იყენებენ საერთაშორისო დონის მეთოდებს პრაქტიკაში, რაც მათი პროფესიონალიზმისა და უწყვეტი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.